ჩოგბურთი

18:15 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაუტისტა-აგუტი პირველი ფინალისტია

 

შტუტგარტის MercedesCup-ის საჩოგბურთო ტურნირის პირველი ფინალისტი ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი გახდა. 26 წლის პირენელმა ნახევარფინალში რეიტინგსიის 15-ე ნომერ იტალიელ ფაბიო ფონინის 6:3, 6:4 მოუგო.

კლასიფიკაციაში 23-ე პოზიციაზე მყოფმა ბაუტისტა-აგუტმა ფონინის დამარცხებას საათი და 13 წუთი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში 2-2 ბრეიკი და ეისია. ბაუტისტა-აგუტისა და ფონინის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 4:2 გახდა იტალიელის სასარგებლოდ.

გადამწყვეტ მატჩში ბაუტისტა-აგუტი ჩეხ ლუკაშ როსოლს შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში რუს მიხაილ იუჟნის 7:6, 6:2 მოუგო. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა.

შტუტგარტის ტურნირის საპრიზო ფონდი 426506 ევროა.

0.124331