ბათუმის “დინამომ” 24 წლის ნახევარმცველი თემურ შონია დაიმატა. შონია ცხინვალის “სპარტაკის” კაპიტანი გახლდათ და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც იყო– 5 წლის განმავლობაში, ჩემპიონატის 134 მატჩში 24 გოლი გაუტანია.
შონია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობდა, მათ შორის, 21-წლამდელებშიც.