სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდ “ბათუმი-რსუს”, დროებით, მთავარი მწვრთნელის მიხეილ კობეშავიძის ნაცვლად მისი ერთ-ერთი თანაშემწე ლაშა ოჩხიკიძე უხელმძღვანელებს.
კობეშავიძემ ოპერაცია გაიკეთა და თავს შეუძლოდ გრძნობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჩხიკიძე “ბათუმი-რსუს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობას კობეშავიძის გამოჯანმრთელებამდე შეასრულებს.