სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუმ” 12 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონში იასპარეზებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუს” მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა. ეს კალათბურთელები არიან:
უკანა ხაზი: ნიკა რამიშვილი, მანუჩარ ნინუა, ჯუნიორ ქედუგინი
ფორვარდები: ივანე მაისურაძე, ავთანდილ ელიაშვილი, ირაკლი ემირიძე, ლაშა კეშელავა, ლევან ელიაძე, ჯერემი სეფოლდი.
ცენტრები: ჯეიმი ჯექსონი, მამუკა ბოლქვაძე, ირაკლი კობიძე.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ კობეშავიძე
ასისტენტები: გარი არინინი, ლაშა ოჩხიკიძე
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მონაწილე გუნდებს უფლება აქვთ განაცხადში 16 კალათბურთელი შეიყვანონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზღვისპირელებს კიდევ 4 ადგილი აქვთ თავისუფალი.