კალათბურთი

22:06 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

,,ბათუმი-რსუ” -ში ორი ლეგიონერი ვარჯიშობს

 

,,მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის მონაწილე ,,ბათუმი-რსუ”- ში ორი ამერიკელი ლეგიონერი, ამპლუით მსროლელი და ცენტრალური თვადამსხმელი ვარჯიშობს. დარჩებიან თუ არა ეს ლეგიონერები გუნდში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ,,ბათუმი-რსუს”, ვეტერანი კალათბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მიხეილ კობეშავიძე ავარჯიშებს. ბოლო, 22-ე ეროვნულ ჩემპიონატში, ,,ბათუმი-რსუ” 11 გუნდს შორის მე-9 ადგილზე გავიდა. აღნიშნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გუნდი გამოცდილმა ლაშა კეშელავამ დატოვა, რომელიც კარიერას ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ,,შსს აკადემიაში“ აგრძელებს.

 

 

0.119675