კალათბურთი

19:09 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმი-რსუ”-მ ორ ლეგიონერს კონტრაქტი გაუფორმა

 

სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუ”-მ ორი ახალგაზრდა ამერიკელი ლეგიონერი ჯერემი-ჯეიმს სეფოლდი (2-3 ნომერი) და ჯეიმი-დერელ ჯეკსონი (4-5 ნომერი) დაიმატა, რომლებთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუ”-ს გუნდის უფროსმა კახა დევიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ სეფოლდმა და ჯეკსონმა “ბათუმი-რსუ”-ში რამდენიმეკვირიანი შემოწმება გაიარეს, რის შემდეგაც ზღვისპირელებმა მათთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს. მათ გარდა “ბათუმი-რსუ”-მ ცენტრალური თავდამსხმელი ირაკლი კობიძე (თსუ) დაიმატა, ხოლო იგივე ამპლუის მოთამაშე მამუკა ბოლქვაძე გუნდს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

გარდა ამისა, კლუბი გამოცდილმა ფორვარდმა ლაშა კეშელავამ დატოვა, რომელიც კარიერას ქვეყნის ჩემპიონისა და თასის მფლობელის “შსს აკადემიას” რიგებში განაგრძობს.

0.11202