კალათბურთი

17:12 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმი-რსუ”-მ ლევან რევაზაშვილი დაიმატა

სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუ”-მ ტანმაღალი ფორვარდი ლევან რევაზაშვილი (27.03.92, 210 სმ) დაიმატა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლევან რევაზაშვილი გასულ 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონში სუპერლიგის მონაწილე “მაკაბი”-ს რიგებში გამოდიოდა. ეს კლუბი საქართველოს 24-ე ეროვნულ ჩემპიონატში არ იასპარეზებს - ის გუნდს ამჯერად აღნიშნული ჩემპიონატის დუბლებში გამოიყვანს.

“მაკაბი”-ს გარდა, ლევან რევაზაშვილს სუპერლიგის მონაწილე “თსსუ”-ში აქვს ნათამაშები.

“ბათუმი-რსუ”-მ 2014-15 წლების სეზონის დაწყების წინ, რევაზაშვილამდე, უკანახაზელი ირაკლი მიქელაძე და ფორვარდი ნოდარ თენიეშვილი დაიმატა.

“ბათუმი-რსუ”-ში ახალი კალათბურთელების დამატება ამით არ ამოწურულა და ზღვისპირელები გუნდის გაძლიერებს კიდევ აპირებენ.

 

 

0.116405