„მსოფლიო სპორტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი „ბათუმი-რსუ“ კიდევ ორ ლეგიონერს ამერიკელ გამთამაშებელსა და სერბ ცენტრალურ თავდამსხმელს იმატებს.
აღნიშნული სპორტსმენების ვინაობას მოგვიანებით შეგატყობინებთ.
შეგახსენებთ, რომ „ბათუმი-რსუს“ შემადგენლობაში სამი ლეგიონერი ამერიკელი ჯერემი სეფოლდი (ფორვარდი), მისი თანამემამულე ჯეიმი ჯექსონი (ფორვარდი) და კანადის ეროვნული ნაკრების წევრი ჯუნიორ ქედუგიმი (უკანახაზელი) უკვე თამაშობენ.
მიმდინარე 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ „ბათუმი-რსუს“ 8 თამაშიდან 13 ქულა აქვს და „სოხუმთან“ ერთად IV-V ადგილებს ინაწილებს.