საკალათბურთო კლუბმა “ბათუმმა” კიდევ ერთი ამერიკელი ლეგიონერი შეიმატა. შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელებმა თავდაპირველად 23 წლის ცენტრი კრის პელჩერი გადაიბირეს, ახლა კი, კონტრაქტი 23 წლისვე ფორვარდ ზაკ მაკკაბის (სიმაღლე 201 სმ.) გაუფორმეს.
ეს უკანასკნელი წინა სეზონში “აიოვას” წევრი გახლდათ და 33 მატჩში საშუალოდ 6.1 ქულას, 2.9 მოხსნას და 1.2 პასს აგროვებდა. ისიც ვთქვათ, რომ კოლეჯების კლუბების კვალად, მაკკაბი პროფესიონალურ დონეზე პირველად ითამაშებს.