კალათბურთი

1:54 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასკების ახალი ამერიკელი

ესპანურმა “ლაბორალ კუჩამ” ფორვარდის პოზიციაზე ამერიკელი რაიან გომესი შეიმატა და ეს, სავარაუდოდ ქართველი თორნიკე შენგელიას ტრავმასაც უკავშირდება, რომელსაც სეზონის სტარტი იძულებით გაუცდება.

გასულ სეზონში გომესი ნბა-ს წევრ “ოკლაჰომა სიტი სანდერის” წევრი გახლდათ, თუმცა კი, საშუალოდ მხოლოდ 1.2 ქულას აგროვებდა.

სულ, 32 წლის ამერიკელ კალათბურთელს ნბა-ში 487 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც მისი საშუალო მონაგარი 10.1 ქულა, 4.6 მოხსნა და 1.4 პასი იყო. 

0.067123