ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველი ჩელენჯერის მოგება მოახერხა. მან უზბეკეთის ქალაქ კარშში გამართული საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) 5 გამარჯვება იზეიმა და პირველობა არავის დაუთმო.
ფინალურ მატჩში ბასილაშვილმა მე-5 ნომრად განთესილი ამერიკელი ჩეიზ ბუჩანანი 7:6 (7:2), 6:2 დაამარცხა, მანამდე კი იაპონელ შუიჩი სეკიგუჩი (მე-7) – 6:1, 6:4, ტაივანელი ტაი ჩენი – 3:6, 7:6 (7:4), 6:4, ინდოელი საკეტი მინენი – 6:1, 6:2 და რუსი ასლანტ კარაცევი – 6:3, 6:3 დაჯაბნა.
აღნიშნული წარმატების წყალობით, ნიკოლოზმა 80 სარეიტინგო ქულა შეიმატა და რეიტინგში წინსვლა