ჩოგბურთი

18:06 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა თამაში ვერ დაასრულა

ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას გერმანიის ქალაქ კაარსტში გამართულ 15-ათასიან ტურნირზე ჩინებულად ითამაშა და როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში პირველობა არავის დაუთმო, მიმდინარე კვირა კი მისთვის წარუმატებლად დაიწყო.

საქმე ის გახლავთ, რომ ბასილაშვილი გერმანიაშივე ნუსლოხის 15-ათასიან ტურნირში ჩაერთო, თუმცა, პირველ სეტში მასპინძელ პეტერ ტორებკოსთან 2:3 მარცხდებოდა, როდესაც სავარაუდოდ, ტრავმის გამო, ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

დასანანი მარცხი შეემთხვა სოფო ქვაცაბაიას, რომელიც ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-3 ნომრად განთესილ ბელარუს სვიატლანა პირაჟენკას დაუპირისპირდა და 6:1, 6:7, 6:7 (5:7) წააგო.

ამავე ტურნირზე მე-2 რეიტინგი გააჩნია ეკატერინე გორგოძეს, რომელიც საწყის შეხვედრაში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ყაზახ გულნაზ დოკის გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში მე-4 განთესვის მქონე გორგოძე და ქვაცაბაია იაპონელ ნაცუმი ჩიმურას და იტალიელ მარიანა ნატალის ეთამაშებიან.

0.114263