ჩოგბურთი

0:57 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა პირველ ნომერს აჯობა

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებულად ასპარეზობს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 485 760 დოლარია.

ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაება და საწყის რაუნდში ხორვატი მატე პავიჩი 6:4, 6:4 დაამარცხა, შემდეგ კი პირველ ნომრად განთესილ ტობიას კამკეს (გერმანია), რომელიც მსოფლიოს 91-ე ჩოგანია, 7:5, 6:4 სძლია.

აღნიშნულის წყალობით, ბასილაშვილმა, რომელსაც რეიტინგში 310-ე ადგილი უკავია, აქტივს 6 ქულა შემატა, ხოლო თუკი კვალიფიკაციის გადამწყვეტ წრეში შვეიცარიის სახელით მოთამაშე ჰენრი ლააკსონენსაც (239-ე) აჯობებს, 12 ქულას გამოიმუშავებს.

ქართულ-შვეიცარიული დაპირისპირება 21 აპრილს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება და უკვე ცნობილია, რომ მისი გამარჯვებული ძირითად ბადეში მე-5 ნომრად განთესილ კანადელ ვასეკ პოსპიშილს, მე-7 რეიტინგის მქონე ფრანგ ნიკოლა მაჰუს ანაც კვალიფიკაციის კიდევ ერთ გამარჯვებულს გაეჯიბრება.

0.120106