ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ მარბურგში იმყოფება და ადგილობრივი ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 35 ათასი დოლარი) პირველ რაუნდში გამარჯვებაც იზეიმა.
“მარბურგ ოუფენ 2014”-ის საწყის შეხვედრაში ბასილაშვილი ჩეხ იაროსლავ პოსპიშილს დაუპირისპირდა და 33 წლის მეტოქე საათსა და 23 წუთში 6:4, 6:3 დაამარცხა. 22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 5-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 2-ჯერ დათმო.
ცნობისთვის, ბასილაშვილს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 241 ქულით 207-ე ადგილი უკავია და პოსპიშილს 12 პოზიციით უსწრებს.
მერვედფინალში გასვლის წყალობით, ნიკოლოზმა 6 სარეიტინგო ქულა მიიღო, მისი შემდეგი მეტოქის ვინაობა კი მე-6 ნომრად განთესილ ჰოლანდიელ ტიემო დე ბაკერსა და ჩეხ ადამ პავლაშეკს შორის მატჩში გაირკვევა.
წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი