ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ გენუაში მიმდინარე ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 85 ათასი ევრო) პირველივე მატჩი წააგო.
საქართველოს პირველი ჩოგანი საწყის რაუნდში ნაკლებადცნობილ იტალიელ მარკო ჩეკინატოს გადაეყარა და საათზე ოდნავ მეტ ხანში 4:6, 2:6 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა 2-დან 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, აპენინელმა კი ქართველის მოწოდება 10 შესაძლებლობიდან 4-ჯერ მოიგო.