ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებული სტარტი აიღო ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე.
მე-3 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ერთეულთა ტურნირის საწყის რაუნდში გერმანელი დომინიკ შულცი 6:4, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში ჩინელ ჩუან ვანგს ეთამაშება.
წყვილებში ბასილაშვილმა და ბელარუსმა იაჰორ იაცუკმა ხსენებულ ვანგს და შვედ ლუკას რენარდს 6:3, 6:4 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მე-3 განთესვის მქონე პოლონურ-გერმანულ დუეტს (ჩადაი-შულცი) დაუპირისპირდებიან.