ჩოგბურთი

22:35 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა დაასრულა, ჯავახიშვილი აგრძელებს

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს გამოეთიშა. მე-3 ნომრად განთესილი ბასილაშვილი მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ჰოლანდიელ ნილს ლოოტსმას დაუპირისპირდა და 1:6, 3:6 წააგო.

სამაგიეროდ, ბრძოლას აგრძელებს გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც ანტალიის 10-ათასიან ტურნირში “უაილდ ქარდით” ჩაება და ჯერჯერობით, წარმატებულად ასპარეზობს. ჯავახიშვილმა მერვედფინალში მე-7 ნომრად განთესილ პორტუგალიელ ანდრე გასპარ მურტას 6:2, 6:4 სძლია და მეოთხედფინალში ჰოლანდიელ ალბან მეუფელსს გაეჯიბრება.

 

0.123217