უზბეკეთის ქალაქ ფერგანაში სტარტი აიღო 50-ათასიანმა ჩელენჯერმა, რომელშიც ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ჩაება.
პირველ წრეში მე-3 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ინდოელი სრირამ ბალაჯი 6:4, 6:3 დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა 8-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 2-ჯერ დათმო.
მერვედფინალში ნიკოლოზის მეტოქე კოლუმბიელი ნიკოლას ბარიენტოსი იქნება, რომელმაც რუს დენის მაცუკევიჩს 3:6, 6:3, 7:6 (7:1) მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამერიკელ ამრიტ ნარასიმჰანთან ერთად წყვილთა შეჯიბრშიც ასპარეზობს, სადაც მეოთხედფინალში გახლავთ გასული.