ჩოგბურთი

14:58 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის მიუნხენური მარცხი

 

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიაში მიუნხენის ტურნირში (საპრიზო ფონდი 485 760 დოლარი) ჩაება, თუმცა, პირველივე მატჩი წააგო.

BMW Open by FWU AG-ის საკვალიფიკაციო ბადის საწყის რაუნდში ბასილაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ ალდინ სეტკიჩს გადაეყარა და მართალია, პირველი სეტი მოიგო, საბოლოოდ 6:3, 3:6, 4:6 დამარცხდა.

0.124986