ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძალები ყაზანში დაწყებულ “კრემლის თასზე” (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) სცადა, თუმცა, საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა ვერ მოახერხა.
კვალიფიკაციის საწყის რაუნდში მე-4 ნომრად განთესილი ბასილაშვილი რუს დენის მაცუკევიჩს დაუპირისპირდა და 3:6, 4:6 წააგო. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა შემდეგ კიდევ 2 მატჩი მოიგო და ძირითად ბადეში მოხვდა.
ყაზახეთის ქალაქ აკტობეში 10-ათასიან ტურნირზე 3 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. ალექსანდრე მეტრეველი ფრანგ ალექსანდერ დავიდს გაეჯიბრება, გიორგი ცივაძე – ყაზახ კაისარ ბეკიმოვს, ხოლო გიორგი ჯავახიშვილი – რუს ილია ლებედევს.
წყვილებში ჯავახიშვილმა და ცივაძემ ყაზახები – გლებ ტარასოვი და სერიჟან იესენბეკოვი 6:2, 6:0 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.
ქალ ჩოგბურთელთაგან საკვალიფიკაცო ტურნირებში ორმა სპორტსმენმა იასპარეზა. ასტანას 10-ათასიან შეჯიბრზე ბაბილინა მაჩაიძე უკრაინელ კატერინა სლიუსართან 0:6, 0:3-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.