ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ობერშტაუფენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 35 ათასი დოლარი) ერთეულთა ბადეს პირველივე რაუნდში გამოეთიშა.
Oberstaufen Cup ATP Challenger-ის საწყის წრეში ნიკოლოზი ჩეხ იან ჰაიეკს გაეჯიბრა და 3:6, 4:6 დამარცხდა.
წყვილებში ბასილაშვილმა და ჰოლანდიელმა რომანო ფრანცენმა ბრაზილიელებს – ანდრე გემს და ჟოაო სოუზას 6:3, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში პირველი განთესვის მქონე იტალიურ დუეტს (გედინი-გრასი) გაეჯიბრებიან.