გერმანიის ქალაქ მარბურგში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის წყვილთა გათამაშებას გამოეთიშნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ვლადიმირ იგნატიკი.
ქართველი და ბელარუსი ჩოგბურთელები ჩეხ იაროსლავ პოსპიშილს და ხორვატ ფრანკო სკუგორს გაეჯიბრნენ და 6:4, 0:6, 6:10 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ერთეულებში სწორედ ხსენებულ პოსპიშილს სძლია და მერვედფინალში მე-6 ნომრად განთესილ ჰოლანდიელ ტიემო დე ბაკერს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა ჩეხი ადამ პავლაშეკი 6:2, 6:2 დაამარცხა.