ჩოგბურთი

13:51 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი პირველ ნომერთან დამარცხდა

სან მარინოში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 64 ათასი დოლარი) პირველ რაუნდში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ ნომრად განთესილ იტალიელ სიმონე ბოლელის დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, 5:7, 6:7 (6:8) წააგო.

მატჩი საათსა და 50 წუთს გაგრძელდა და საქართველოს პირველმა ჩოგანმა 11-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ბოლელიმ კი მეტოქის მოწოდების მოგების ხუთივე შანსი გამოიყენა. 

 

 

0.113459