ჩოგბურთი

22:12 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მეოთხედფინალშია

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მე-3 განთესვით მოასპარეზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში ჩინელი ჩუან ვანგი 6:4, 6:4 დაამარცხა, მერვედფინალში კი ბრიტანელ ტობი მარტინს 6:3, 7:6 (7:3) სძლია.

მეოთხედფინალში ნიკოლოზი ძალებს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ჰოლანდიელ – ნილს ლოოტსმასთან მოსინჯავს. წყვილთა მეოთხედფინალში ბასილაშვილმა და ბელარუსმა იაჰორ იაცუკმა ბრიტანელებთან (სკოტ კლეიტონი-მარტინი, მე-2 განთესვა) 1:6, 1:6 წააგეს.

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში გიორგი ჯავახიშვილმა “უაილდ ქარდის” მქონე რუმინელი ანდრეი მიჰაი 6:0, 6:0 გაანადგურა და მერვედფინალში მე-7 განთესვის მქონე პორტუგალიელ ანდრე გასპარ მურტას გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში ჯავახიშვილი და რუსი კონსტანტინ გერლახი მე-4 რეიტინგოსან ჰოლანდიურ-რუსულ დუეტთან (ბობი დე გოეიენი-ანდრეი პლოტნი) დამარცხდნენ – 5:7, 4:6.

0.11822