ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიურ კორტინაში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 42 500 დოლარი) გამოეთიშა.
ბასილაშვილმა მერვედფინალში მე-7 ნომრად განთესილ სერბ ფილიპ კრაინოვიჩთან 5:7, 6:3, 3:6 წააგო. წყვილებში ნიკოლოზი და ბოსნიელი ალდინ სეტკიჩი მე-4 რეიტინგის მქონე იტალიურ დუეტთან (ჯიანესი-სტარაჩე) 4:6, 3:6 დამარცხდნენ.