საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ რეკანატიში მიმდინარე 35-ათასიან ჩელენჯერს საწყის რაუნდშივე გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი მე-9 ნომრად გახლდათ განთესილი და ხორვატ მატე პავიჩთან ფავორიტადაც მოიაზრებოდა, თუმცა, 3:6, 7:6 (7:2), 2:6 დამარცხდა.