იტალიის ქალაქ გენუაში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა, რომელშიც ძალებს ნიკოლოზ ბასილაშვილიც სცდის.
საქართველოს პირველი ჩოგანი AON OPEN CHALLENGER-ის (საპრიზო ფონდი 85 ათასი ევრო) საწყის რაუნდში იტალიელ მარკო ჩეკინატოს ეთამაშება.
თუკი ბასილაშვილმა გამარჯვება იზეიმა, 9 სარეიტინგო ქულას მიიღებს, მერვედფინალში კი მე-3 ნომრად განთესილ ფრანგ ბენუა პაირეს და პორტუგალიელ პედრო სოუზას მატჩში უმჯობესს დაელოდება.