ჩოგბურთი

16:11 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ერთეულთა ტურნირს შემორჩა

უზბეკეთის ქალაქ ფერგანაში მიმდინარე 50-ათასიანი ჩელენჯერის წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ამერიკელი ამრიტ ნარასიმჰანი შვეიცარიელ მარგაროლისთან და იაპონელ სეკიგუჩისთან 5:7, 4:6 დამარცხდნენ და ბრძოლას გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირში მე-3 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ინდოელ სრირამ ბალაჯის 6:4, 6:3 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც კოლუმბიელ ნიკოლას ბარიენტოსს გაეჯიბრება.

ფერგანაშივე ქალთა 25-ათასიანი პირველობის საწყის რაუნდში ეკატერინე გორგოძემ ინდოელ რიშიკა სუნკარას 6:3, 6:1 მოუგო და მერვედფინალში უზბეკ საბინა შარიპოვას (მე-7 განთესვა) ეთამაშება.

მე-6 რეიტინგის მქონე იაპონელ მარი ტანაკასთან 1:6, 1:4 აგებდა სოფო ქვაცაბაია, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა თამაშის გაგრელებაზე უარი განაცხადა. წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია მე-4 ნომრად განთესილ იაპონელ ჰიბინოსთან და ინდოელ ტომბარესთან 3:6, 1:6 დამარცხდნენ.

ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხის 10-ათასიან ტურნირზე მე-8 რეიტინგის მქონე უკრაინელ ანასტასია შესტაკოვას ვერ გაუმკლავდა თამარ ჭალაგანიძე – 2:6, 2:6. წყვილთა შეჯიბრში ჭალაგანიძე რუსი კსენია დმიტრიევა მე-2 განთესვით ასპარეზობენ და მეოთხედფინალში მეტოქეებს ელიან.

დასასრულ ბირმინგემში მიმდინარე “აეგონ კლასიკზეც” (საპრიზო ფონდი 710 ათასი დოლარი) ვთვათ, სადაც ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და ჩინელი ჟი ჟენგი უმთავრეს ფავორირად მიჩნეულ ზიმბაბვურ-ინდურ წყვილთან (კარა ბლეკი-სანია მირზა) 3:6, 3:6 დამარცხდნენ.

0.12185