ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ შერბურგის ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 64 ათასი დოლარი) ჩაება, თუმცა, პირველი რაუნდის დაძლევა ვერ მოახერხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკმაოდ ცნობილ იტალიელ ფლავიო ჩიპოლას პირველი სეტი კი მოუგო, მაგრამ კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შესძლო და 6:3, 5:7, 4:6 დამარცხდა.