ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი წლეულს ყველაზე წარმატებულ ტურნირს ატარებს. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ასტანას ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) მორიგი მატჩი მოიგო და ნახევარფინალურ ეტაპს უწია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და მის ამგვარ წინსვლას არავინ ელოდა, თუმცა, ნიკოლოზმა გასულ ხუთ შეხვედრაში ერთადერთი სეტი დათმო და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში რეიტინგში მასზე 138 საფეხურით წინ მყოფ სერბ ფილიპ კრაინოვიჩს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად – 6:3, 7:5 სძლია.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა ასტანაში უკვე გამოიმუშავა 38 სარეიტინგო ქულა, რაც მას კლასიფიკაციაში საგრძნობლად დააწინაურებს. ცნობისთვის, ამჟამად მას 378-ე ადგილი უკავია.
ნახევარფინალში ბასილაშვილს ყველაზე მძიმე ბრძოლა
ბასილაშვილის და გოლუბევის დაპირისპირება 22 თებერვალს შედგება. ამავე დღეს, მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი და უზბეკი ფარუხ დუსტოვი დაუპირისპირდებიან.