ჩოგბურთი

15:30 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი 50-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალშია

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი უზბეკეთის ქალაქ კარშიში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა და 15 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

მე-2 რაუნდში ბასილაშვილი ტაივანელ ტაი ჩენს დაუპირისპირდა და მართალია, პირველი სეტი დათმო, საბოლოოდ, 3:6, 7:6 (7:4), 6:4 იმარჯვა. შეხვედრა ორ საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა 14-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 5-ჯერ დათმო. ისიც ვთქვათ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 8 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ბასილაშვილს წინსვლის კარგი შანსი აქვს, რადგანაც მეოთხედფინალში ნაკლებადცნობილ ინდოელ საკეტ მინენის ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ აზიელი ჩოგბურთელი რეიტინგში მხოლოდ 348-ე ადგილზეა, ნიკოლოზი კი მსოფლიოს 294-ე ჩოგანი გახლავთ.

თუკი ქართველმა სპორტსმენმა მომდევნო რაუნდშიც იმარჯვა, აქტივს 29 ქულას შემატებს, ფინალი 48 ქულას იძლევა, ხოლო კარშის ჩელენჯერის გამარჯვებული მარაგს 80 ქულით გაიმდიდრებს.

0.115358