ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველმა ჯოუი ბარტონმა განაცხადა, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ოქროს ბურთის” მოგებას არ იმსახურებს.
“ზლატანი “ოქროს ბურთს” არ იმსახურებს. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად არაა. იბრაჰიმოვიჩთან პრობლემები არ მაქვს. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი და საინტერესო ადამიანია. “იბრა” ნამდვილი ბომბარდირია და შესანიშნავი ბიოგრაფიაც აქვს. ფეხბურთს მისნაირი ადამიანები სჭირდება.
ნეიმარი? მასთან დაკავშირებით, აზრი ნელ-ნელა მეცვლება. ბრაზილიელს მესისა და რონალდუს ადარებენ, რეალურად კი, მათ დონემდე ბევრი უკლია”, - განუცხადა ბარტონმა RMC-ს.