ფეხბურთი

11:03 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბარტომეუ როსელისთან მუშაობის პერიოდით ამაყობს

“ბარსელონას” ახალმა პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ესპანელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სანდრო როსელის გვერდით მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო და ექსპრეზიდენტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

“როსელის გადაწყვეტილებამ ყველას გული დაგვწყვიტა. მეც და კლუბის მმართველი ჯგუფის ყველა წევრს გვეამაყება, რომ მის მხარდამხარ ვიმუშავეთ. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვიქნები მაქსიმალურად პრინციპული და რაც მთავარია, “ბარსელონას” პრეზიდენტის თანამდებობაზე 2016 წლამდე დავრჩები. ძალიან მინდა, ეს პერიოდი გუნდისთვის წარმატებული იყოს” – განაცხადა ბარტომეუმ.

შეგახსენებთ, სანდრო როსელიმ პრეზიდენტის თანამდებობა გუშინ დატოვა. მას ბრაზილიელი ნეიმარის სატრანსფერო თანხიდან 40 მილიონი ევროს მითვისებას ედავებიან და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო.

0.115743