“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, ხერარდ პიკესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გუნდის მე-3 ნომერს მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველად მოიხსენიებს.
“ხერარდ პიკეს შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი და ჩვენი კლუბის ახალი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია.” – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.