ფეხბურთი

17:04 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბარსელონელი ბრავო

ჩილეს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე სან სებასტიანის "სოსიედადის" ყოფილმა მეკარე კლაუდიო ბრავომ, "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. 31 წლის ჩილელი მეკარე "ბარსელონაში" 13-ნომრიან მაისურს მოირგებს. ჯერჯერობით ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

"მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილებით და შემდეგ ბარსელონაში ჩამოსვლით ძალიან ნასიამოვნები და ბედნიერი ვარ. ყოფილ კლუბთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, მათ ევროპაში ჩამომიყვანეს და "ბარსელონისკენ" კარი გამიღეს. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას, რათა კლუბს დავეხმარო. მოტივირებული ვარ ვალდესის და პინტოს ჩანაცვლებით. ძალიან ამბიციური ვარ და მინდა ბევრი ტიტული მოვიპოვოთ. " _ განაცხადა ბრავომ.

შეგახსნებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბრავო კატალონიელებისთვის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის და ივან რაკიტიჩის შემდეგ მესამე შენაძენია. 7

 

გიორგი ბალახაძე

0.126906