ფეხბურთი

20:29 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონასთვის”, ტიაგოსთან დაკავშირებით, არავის მიუმართავს

თუ ინგლისურ Sky Sports-ს დავუჯერებთ, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერთან დაკავშირებით, “ბარსელონას” შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის კატალონიიდან შესაძლო აბარგების შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია ვრცელდება. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევროა და მის გადახდაზე ყაბულს “ბაიერნი” და “მანჩესტერი” არიან. ტიაგოსთვის ბრძოლაში ფავორიტად “წითელი ეშმაკები” ითვლებიან და არაერთი წყაროს ცნობით, ბრაზილიური ფესვების ესპანელი შუახაზელის ნისლიან ალბიონზე გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. იყო მოლოდინი, რომ ტიაგოს ტრანსფერს “მანჩესტერი” დღეს, დევიდ მოიესის პრესკონფერენციის დროს დაადასტურებდა, მაგრამ ინგლისის ჩემპიონი გუნდის ახალ მწვრთნელს ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვაც არ დასცდენია. ამის პარალელურად, Sky Sports-ი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერსა” და “ბაიერნს” “ბარსელონასთვის” ჯერ არ მიუმართავთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ტიაგოს სიტუაციაში გასარკვევად 10 დღე მისცა, ხოლო თუ ტრანსფერი პირველ აგივსტომდე არ განხორციელდა, ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში დარჩება, რადგან მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევრო გახდება.

0.114577