ფეხბურთი

11:57 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონასთან” რამოსი ითამაშებს, რონალდუს შანსი აქვს, მარსელო გამოირიცხა

 

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ესპანეთის თასის ფინალში 16 აპრილს “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ  AS-თან ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა:

“რამოსი ფინალისთვის აუცილებლად დაბრუნდება, მარსელო კი, საბოლოოდ გამოირიცხა. კრიშტიანუ რონალდუს თამაშის შანსი აქვს, მაგრამ ეს მისი გამოჯანმრთელების პროცესის მსვლელობაზე იქნება დამოკიდებული” - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის რონალდუ ბარძაყის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის, 25 წლის მარსელოს მუხლქვეშა მყესი აწუხებს, ხოლო 28 წლის რამოსმა “გრანადასთან” მატჩი კუნთების პრობლემის გამო, პრევენციის მიზნით გამოტოვა.

0.101222