ფეხბურთი

15:04 | 14.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონაში” მილიტოზე ფიქრობენ

მილანის “ინტერის” არგენტინელი ფორვარდი დიეგო მილიტო კარიერის მიწურულს შესაძლოა კატალონიურ “ბარსელონაში” აღმოჩნდეს.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, 34 წლის ფეხბურთელს მილანურ გრანდთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბის ხელმძღვანელობა მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

სწორედ ამ სიტუაციით აპირებს ისარგებლოს კატალონიელთა თავკაცმა ხერარდო მარტინომ. “ბარსელონას” მწვრთნელმა არაერთხელ განაცხადა, რომ გუნდს კლასიკური ცენტრფორვარდი ესაჭიროება და მილიტო სრულად აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.

რაღა თქმა უნდა, “ბარსელონა” ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას უსასყიდლოდ აპირებს და ესპანელები ზაფხულს დაელოდებიან, როდესაც დიეგო თავისუფალი აგენტი გახდება.

0.122922