“ბარსელონა” ვიქტორ ვალდესის შემცვლელის ძებნას განაგრძობს. El Confidencial-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელთა მორიგი სამიზნე “ხეტაფეს” კარის დარაჯი მიგელ ანხელ მოიაა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ვალდესს, რომელმაც კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, ესპანელი მეკარე შეცვლის. აქამდე არსებული ინფორმაციით, ფავორიტები პეპე რეინა და ვისენტე გუაიტა იყვნენ, მაგრამ El Confidencial-ის ცნობით, მიგელ ანხელ მოიას აგენტი ადასტურებს, რომ მის კლიენტს კატალონიელები უკვე დიდი ხანია აკვირდებიან.
მიგელ ანხელ მოია 29 წლისაა. ის “ხეტაფეში” 2011 წლიდან თამაშობს. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მან მადრიდელთა კარი 27-ჯერ დაიცვა.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, “ხეტაფე” მოიას გუნდიდან გაშვების პერსპექტივით მოხიბლული არაა, მაგრამ მადრიდელი ფეხბურთელის 6 მილიონ ევროდ გაყიდვას დასთანხმდებიან.