კატალონიის “ბარსელონა” ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – სერხიო აგუეროს შეძენითაა დაინტერესებული. Sport.es-ის ცნობით, “ბლაუგრანა” არგენტინელის შეძენას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ დავიდ ვილიას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ დაითანხმებს.
კატალონიელთათვის პრიორიტეტული 31 წლის ვილიასთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა, მაგრამ პარალელურად, მოვლენათა განვითარების სხვაგვარ ვარიანტებზეც ფიქრობენ. ზემოთთქმული წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობას რამდენიმე თავდამსხმელისგან შემდგარი სია უკვე მზად აქვს და მას აგუერო ლიდერობს.
შეგახსენებთ, რომ ვილიასადმი ინტერესს ლონდონის “არსენალი” იჩენს.