ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ბოლოდროინდელი წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ხერარდო მარტინოს დამოძღვრილმა „ბარსელონამ“ „ოსასუნა“ გაანადგურა. „კამპ ნოუზე“ ჩასულ პამპლონელებს იოლი დღე რომ არ ექნებოდათ, თავიდანვე ცნობილი იყო, მაგრამ ტაბლოზე დაფიქსირებულ 7:0-ს ალბათ ბევრი არ ელოდა.
ეს მატჩი გამორჩეული იმით იყო, რომ კატალონიელთა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა. არგენტინელმა სტუმართა რბევა მე-18 წუთზე დაიწყო - ალექსის სანჩესის პასი გოლით დააგვირგვინა. რამდენიმე წუთში, თავად სანჩესს მიეცა თითქმის დაუცველ კარში გატანის შანსი და ტაბლოზე 2:0 დააფიქსირა. ცხადი იყო, რომ მასპინძლები უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ.
34-ე წუთზე, ანდრეს ინიესტამ საჯარიმოს მისადგომებიდან მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ეს იკმარეს და შესვენებაზე 3-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში, მეტოქის საჯარიმოში აღმოჩენილმა მესიმ დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე 4:0 დააფიქსირა. ამას კრისტიან ტელიოს ეფექტური გოლიც მალევე მოჰყვა. 88-ე წუთზე, დანი ალვეშს გადაცემა მესიმ დაუფასა და ჰეთ-თრიქის ავტორიც გახდა. მატჩში წერტილი პედრო როდრიგესმა დასვა - 7:0.
სან სებასტიანში ჩასული „ვალენსია“ შინ უქულოდ დაბრუნდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „სოსიედადი“ იმანოლ აგირეჩემ დააწინაურა, რაც როგორც შემდეგ გაირკვა, 3 ქულისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა - 1:0.
რაც შეეხებათ დანარჩენ მატჩებს, „სევილიამ“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, „ელჩე“ და „ბეტისი“ კი, უგოლოდ გაიყარნენ.
ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 21000
ელჩე - ბეტისი 0:0
ელჩე: ერერა, სისმა, ლომბანი, სუარესი, ბოტია, მარკესი, პერესი, ხილი (ჩავესი 84), მანუ (როდრიგესი 60), კორომინასი, ერერა (ბოაკიე 71).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ბეტისი: ადანი, პერკისი, ჩიკა, ფიგერასი, დიდაკი (კარო 17, ამაია 41), ნ’დიაიე, სევილია, მაბვატი, ნონო, კასტრო, ბაპტიშტაუ (ვადილიო 71).
მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი
გაფრთხილება: მარკესი (45), ბოტია (57), პერესი (82), კორომინასი (90) - ფიგერასი (67), ჩიკა (73), ნონო (76)
კარში დარტყმა: 12 (1) – 9 (3) ჯარიმა: 15 - 18 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 6 - 3 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 3 – 1
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 72000
ბარსელონა - ოსასუნა 7:0 (3:0)
ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, ალბა, ბარტრა, მასკერანო (ადრიანო 82), ინიესტა, ჩავი (სონგი 61), ბუსკეტსი, მესი, სანჩესი (ტელიო 77), როდრიგესი.
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ლოტიესი, არიბასი, სანხურხო, სილვა, არმენტეროსი (ლობატო 61), სეხუდო, ტორესი (პუნიალი 69), ლოე, რიერა (აკუნია 83).
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლი: 1:0 მესი (17), 2:0 სანჩესი (22), 3:0 ინიესტა (34), 4:0 მესი (63), 5:0 ტელიო (78), 6:0 მესი (88), 7:0 პედრო (90)
გაფრთხილება: მასკერანო (58) - არიბასი (48), სეხუდო (82)
კარში დარტყმა: 20 (11) – 6 (3) ჯარიმა: 9 - 10 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 70% - 30% სეივი: 3 – 4
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 30000
სევილია - ვალიადოლიდი 4:1 (2:0)
სევილია: ბეტუ, პარეხა, ფასიო, ფიგეირასი, მორენო, რაკიტიჩი, მარინი (კოკე 71), იბორა (მბია 77), კრისტოფორო, რეიესი, გამეირო (ბაკა 72).
მწვრთნელი: უნაი ემერი
ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, ვალიენტე, მიტროვიჩი, ბერგდიჩი, სასტრე, როსი (ოსკარი 45), რამა (ომარი 63), მანუშუ (ლარსონი 46), გერა.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლი: 1:0 რაკიტიჩი (23პ.), 2:0 გამეირო (41), 3:0 გამეირო (66პ.), 4:0 ფიგეირაში (74), 4:1 გერა (77)
გაფრთხილება: ფიგეირაში (79), რეიესი (86), ბაკა (90) - ბერგდიჩი (8), ვალიენტე (52), რუკავინა (89)
კარში დარტყმა: 14 (6) – 8 (2) ჯარიმა: 13 - 13 კუთხური: 9 - 2 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 1 – 2
სან-სებასტიანი. „ანოეტა“. 24000
სოსიედადი - ვალენსია 1:0 (0:0)
სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, ანხელი, ი.მარტინესი, სალდუა, სურუტუსა, ბერგარა, კანალესი (პარდო 76), გრიზმანი, აგირეჩე (ხაბი პრიეტო 82), ველა.
მწვრთნელი: ჰაგობა არასატე
ვალენსია: ალვესი, სენდეროსი, ბარაგანი, რუისი, კეიტა, ფეგული, პარეხო, ბერნატი (მიჩელი 85), ჟონასი, ვარგასი (არაუჟო 69), პიატი (კარტაბია 56).
მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი
გოლი: 1:0 აგირეჩე (61)
გაფრთხილება: ანხელი (90) - ბარაგანი (43), ბერნატი (64)
კარში დარტყმა: 9 (2) – 12 (3) ჯარიმა: 16 - 20 კუთხური: 6 - 9 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 3 – 1