ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–13 ტურში, კატალონიის „ბარსელონამ“ იოლი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში რიგით მე–3 ტრავმა მიიღო და გაურკვეველი ვადით ლაზარეთში გადაინაცვლა. ცხადია, არგენტინელის ტრავმამ კატალონიელებს ხასიათი გაუფუჭა, მაგრამ ხერარდო მარტინოს გუნდი ფსიქოლოგიურად არ გატყდა და დამაჯერებლად იმარჯვა.
სასწყისმა წუთებმა „ბარსასთვის“ არცთუ მსუბუქად ჩაიარა. კატალონიელებმა ანგარიში 36–ე წუთზე გახსნეს – ალექს სონგისა და სესკ ფაბრეგასის კომბინაცია ბრაზილიელმა ნეიმარმა დააგვირგვინა. წუთის შემდეგ, პედრო როდრიგესი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და მეკარე უშანსოდ დატოვა 0:2.
მე–2 ტაიმში, ფაბრეგასმა გაიბრწყინა – ჯერ მარტინ მონტოიას პასით იხეირა, შემდეგ კი, დანი ალვესის ჩაწოდებულ ბურთს თავი დაჰკრა და მასპინძელთა კარში მიუჩინა ადგილი. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, „ბეტისმა“ მოლინას პენალტით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს ანდალუსიელთათვის ვეღარაფერი შვება იყო – 1:4.
„ელ მადრიგალზე“, გოლები გაცვალეს „ვილიარეალმა“ და „ატლეტიკომ“. კურიოზული ის იყო, რომ ორივე გუნდმა ტაბლოზე ერთიანი ავტოგოლის წყალობით დააფიქსირა. საბოლოოდ, „ვილიარეალმა“ და „ატლეტიკომ“ ქულები გაიყვეს და ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ.
წარუმატებელი დღე ჰქონდა მეორე კატალონიურ კლუბ „ესპანიოლს“, რომელიც თავის მოედანზე „სევილიასთან“ დამარცხდა. რაც შეეხება „ვალენსიასა“ და „ვალიადოლიდის“ დაპირისპირებას, „მესტალიაზე“ შეკრებილმა მაყურებლებმა უხვგოლიანი მატჩი იხილეს. გუნდებმა ერთმანეთის კარი ორ–ორჯერ აიღეს და თითო ქულა მიითვალეს.
ვილიარეალი. „ელ მადრიგალი“. 21000
ვილიარეალი – ატლეტიკო 1:1 (0:1)
ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, გასპარი, ჰაუმე, პაულისტ,ა კანი, სორიანო, პერესი (აკინო 61), პინა (ტრიხეროსი 60), პერეირა (პერბე 74), უჩე.
მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ინსუა, ალდერვეირელდი, ტიაგუ, გაბი, გარსია (თურანი 62), კოკე, ვილია, კოსტა (ადრიანი 82).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლი: 0:1 გასპარი (2ს.კ), 1:1 ხუანფრანი (79ს.კ)
გაფრთხილება: სორიანო (18), ჰაუმე (73), პერბე (81) – ტიაგუ (20), გაბი (52), გარსია (58), კოკე (75)
კარში დარტყმა: 15 (3) – 7 (1) ჯარიმა: 14 - 22 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 66% - 44% სეივი: 0 – 2
ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 21000
ესპანიოლი – სევილია 1:3 (1:2)
ესპანიოლი: კასილია, როდრიგესი, სიდნეი, მორენო, ფუენტესი, სანჩესი, ლანსაროტე (ბიფუმა 51), ლოპესი, სიმაუ (პიცი 70), გონსალესი (კორდობა 46), გარსია.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
სევილია: ბეტუ, ფიგეირაში, პარეხა (კრისტოფორო 54), მორენო, კარიზუ, ფასიო, იბორა, სამპერიო (პეროტი 77), რაკიტიჩი, მაჩინი (რეიესი 90), ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლი: 0:1 ფასიო (3), 0:2 მაჩინი (10), 1:2 გარსია (23), 1:3 ბაკა (58)
გაფრთხილება: სიდნეი (28), ლოპესი (79), სანჩესი (82) – პარეხა (12), კრისტოფორო (75), იბორა (88)
გაძევება: სანჩესი (85)
კარში დარტყმა: 15 (2) – 12 (4) ჯარიმა: 19 - 11 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 1 – 1
ვალენსია. „მესტალია“. 27000
ვალენსია – ვალიადოლიდი 2:2 (1:1)
ვალენსია: გუაიტა, კოშტა, მატიე, ბარაგანი, ფუეგო, ბანეგა (კანალესი 46), პარეხო, ბერნატი, პაბონი, პიატი (ფეგული 58), ალკასერი (პოშტიგა 73).
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
ვალიადოლიდი: მარინო, რუედა, ვალიენტე, პენია, ალკატრასი, ბერგდიჩი (რამა 79), ალვარო (ბარაჰა 87), ლარსონი (ოსორიო 82), სასტრე, როსი, გერა.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლი: 0:1 გერა (9), 1:1 პაბონი (29), 1:2 ალკატრასი (50), 2:2 ფეგული (76)
გაფრთხილება: ალკასერი (11) – მარინო (4), ალვარო (19), რუედა (55), როსი (64), სასტრე (69)
კარში დარტყმა: 19 (6) – 11 (6) ჯარიმა: 8 - 17 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 4 – 4
სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 30200
ბეტისი – ბარსელონა 1:4 (0:2)
ბეტისი: სარა, ნაჩო, შტაინჰიოფერი, ფიგერასი, კარო, ვერდუ (ჩული 63), ტორესი, ნონო (მატილია 75), კარლოსი (დიდაკი 67), ვადილიო, მოლინა.
მწვრთნელი: პეპე მელი
ბარსელონა: ვალდესი, პუიოლი, ალვესი, ბარტრა, მონტოია, ფაბრეგასი (რობერტო 80), ჩავი, სონგი, მესი (ინიესტა 22), პედრო, ნეიმარი (ტელიო 73).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
გოლი: 0:1 ნეიმარი (36), 0:2 პედრო (37), 0:3 ფაბრეგასი (63), 0:4 ფაბრეგასი (79), 1:4 მოლინა (90პ.)
გაფრთხილება: კარლოსი (55), ნონო (66), ტორესი (76) – ვალდესი (18), ალვესი (90)
კარში დარტყმა: 16 (5) – 11 (8) ჯარიმა: 18 - 12 კუთხური: 9 - 0 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 4 – 4