ფეხბურთი

20:31 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ლუის ენრიკე უახლოვდება

კატალონური “ბარსელონას” ექსფორვარდი ლუის ენრიკე შესაძლოა “კამპ  ნოუს” მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდეს. მოარული ხმებით, არგენტინელი სპეციალისტი ტატა მარტინო “ბარსას” მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და გუნდის დამრიგებლად დანიშვნის უმთავრესი კანდიდატი სწორედ ლუის ენრიკე იქნება. ამ ცნობას Sport.es ავრცელებს.

ამჟამად 43 წლის სპეციალისტი ვიგოს “სელტას” უდგას სათავეში. ვიგოელები სადღეისოდ პრიმერა დივიზიონის გათამაშების ცხრილში მეათე ადგილზე არიან. ლუის ენრიკე “ბარსელონაში” 1996-2004 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად თასების თასი, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასი, ესპანეთის ჩემპიონობა და თასი (ორ-ორჯერ) მოიპოვა. სამწვრთნელო კარიერა მან “ბარსას” ახალგაზრდული გუნდის დამრიგებლობით დაიწყო, 2011-12 წლების სეზონში კი “რომას” მოძღვრავდა.

აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ 1991-96 წლებში ლუის ენრიკე მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბურთაობდა და “ბლანკოსთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონობა, პირენელთა თასი და სუპერთასი მოუგია. 

0.11546