ფეხბურთი

11:57 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ჰუმელსიც სურს

საქმე ისე მიდის, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” გერმანიის ბუნდესლიგიდან ეცდება ფეხბურთელების შეძენას.

საქმე ისე მიდის, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” გერმანიის ბუნდესლიგიდან ეცდება ფეხბურთელების შეძენას. Sport.es-ის ცნობით, “გლადბახელი” ტერ შტეგენის გარდა, კატალონიელებს “დორტმუნდის” უკანახაზელი მატს ჰუმელსიც სურთ.

ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “ბარსას” მაღალი დონის მცველის ყიდვა გადაწყვეტილი აქვს და ამ პოზიციაზე მთავარი კანდიდატურა სწორედ ჰუმელსია. დონეცკის “შახტართან” მატჩში (2:2) ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის ავტორის გარდა, “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” მცველის – დავიდ ლუისის შეძენითაცაა დაინტერესებული.

კატალონიელთა მთავარი სამიზნე ჰუმელსი იქნება, ლუისი კი, გერმანელის ალტერნატივად განიხილება. 

0.120615