ფეხბურთი

12:46 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” გეგმა - მარტინოს შენარჩუნება და მინიმუმ 4 ახალი ფეხბურთელი

“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაიწყო მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტებაზე ზრუნვა. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიელები მინიმუმ ოთხ ახალ ფეხბურთელს დაიმატებენ. მათ შორის ცენტრალურ და ფლანგის მცველებს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს.

ვიდრე ტრანსფერებზე საუბარი ოფიციალურად დაიწყება, “ბარსელონა” სავარაუდოდ მთავარ მნწვრთნელ ხერარდო მარტინოსთვის ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას. დიდი ალბათობით, არგენტინელი სპეციალისტის გუნდში დარჩენა უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

შეგახსენებთ, მარტინოსა და კატალონიურ კლუბს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2015 წელს ეწურება და კლუბის ხელმძღვანელობას ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება სურს.

0.113155