ფეხბურთი

16:57 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად ასახელებენ

ორ დღეში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/2015 წლების სეზონის ძირითადი ბადის მატჩები დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ Goal.com-მა საკუთარ მომხმარებლებში ჩაატარა შემდეგი გამოკითხვა: ვინ მოიგებს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას? 

შედეგების მიხედვით ორი ფავორიტი გამოიკვეთა - ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა 26.8% “ბარსელონამ” მოაგროვა. კატალონიელებს ოდნავ ჩამორჩა ლონდონის “ჩელსი”, რომელსაც 26.6% ასახელებს ლიგის მოგების მთავარ პრეტენდენტად.

სრული შედეგები ასე გამოიყურება:


“ბარსელონა” - 26.8%
“ჩელსი” – 26.6%
“ბაიერნი” – 12%
“რეალი” – 12%
“იუვენტუსი” – 6.4%
“არსენალი” – 5.6%
“ატლეტიკო” – 2.6%
“დორტმუნდი” – 2.4%
“ლივერპული” – 2.4%
“პარის სენ-ჟერმენი” – 1.6%
“მანჩესტერ სიტი” – 1.1%
სხვა კლუბი – 1.1%   

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.12937