“ბარსელონა” მზად არის “რომასთან” მოლაპარაკება დაიწყოს 18 წლის ბრაზილიელი მცველის მარკინიოსის ტრანსფერის თაობაზე.
ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ “ბარსელონა” მზად არის ნიჭიერ სამხრეთამერიკელ ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. რომაელებს კი, მარკინიოსთან განშორება 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ სურთ.
მარკინიოსი “რომამ” შარშან ზაფხულში “კორინთიანსისგან” 1,3 მილიონ ევროდ ინათხოვრა, ხოლო ამა წლის იანვარში მისი ტრანსფერი 2,6 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა “რომას” შემადგენლობაში სერია A-ში და იტალიის თასზე 26 მატჩი ჩაატარა.