“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ თავდამსხმელ კრისტიან ტელიოს კონტრაქტი გაუგრძელა. კლუბის სამწვრთნელო შტაბს და პირადად ახალ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოს ტელიოსი ეიმედება და შედეგად, მასთან განახლებული ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ტელიო “ბარსაში” 2018 წლამდე დარჩება.
წინა კონტრაქტის მიხედვით, კრისტიან ტელიოს კატალონურ კლუბში 2014 წლამდე უნდა ეთამაშა და მისი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენდა. ახლა კი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებულ გუნდს მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს.