ფეხბურთი

22:01 | 16.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” რაკიტიჩის ტრანსფერი დაადასტურა

“ბარსელონა” ადასტურებს, რომ 26 წლის ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი კარიერას კატალონიურ კლუბში განაგრძობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, “ბარსამ” “სევილიას” 18 მილიონი ევრო გადაუხადა. შეთანხმება დამატებით 3 მილიონის გადახდასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი დენის სუარესი მომდევნო 2 წელს ანდალუსიურ გუნდში გაატარებს.

ივან რაკიტიჩი “სევილიაში” 2011 წლიდან თამაშობდა. მან 147 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.

0.123683