“სევილიას” 26 წლის ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი “ბარსელონას” დღითიდღე უახლოვდება. ესპანური გამოცემების ცნობით, ხორვატი ფეხბურთელის კატალონიურ კლუბში გადასვლა სავარაუდოდ უკვე გადაწყვეტილი ამბავია.
Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” რაკიტიჩს 5-წლიანი კონტრაქტი და 8-მილიონი ევრო წლიური ხელფასი უკვე შესთავაზა. ტრანსფერის სანაცვლოდ კი 20 მილიონს გადაიხდის.
პრიმერადივიზიონის გასულ სეზონში ივან რაკიტიჩმა 34 თამაში ჩაატარა და თავი 12 გოლით და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.